ხუთი დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე. როგორია მოლოდინები და პოლიტიკური პარტიების გეგმები. ოპოზიციის ნაწილი კვლავ „მშვიდობიან დამხობაზე“ საუბრობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიცია ხელისუფლებას გადაიბარებს, რის შემდეგაც, ტექნიკური მთავრობა შეიქმნება. რაც შეეხება სხვა პარტიებს – კენჭისყრის დასრულების შემდეგ აქციაზე გასვლას არ გამორიცხავს „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ კი, რადიკალურ მოწოდებებს ემიჯნება. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის დასასრული იქნება.