4 ოქტომბერი - არშემდგარი „მშვიდობიანი დამხობა“ 

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე – ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები არ წყდება. კითხვა ისევ პასუხგაუცემელია ორგანიზატორების მხრიდან. მმართველი გუნდი პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებულ შტურმზე პასუხისმგებლობას ყველა იმ პირს აკისრებს, ვინც აქციას ესწრებოდა, რადგან, მათი თქმით, შეკრების მიზანი თავიდანვე გაცხადებული იყო. თუმცა, მათივე განცხადებით, ვერშემდგარი დამხობის ყველა ინიციატორი რეალურად კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.

თავად ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს განვითარებულ პროცესებს მალე ისტორია შეაფასებს და თავის სახელს დაარქმევს.