4 ივლისი - ამერიკის დამოუკიდებლობის დღე 

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს განსხვავებულად აღნიშნავს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ პანდემიის გამო, წელს ვერ მოხერხდა ღონისძიებების ჩატარება, თუმცა, ტრადიცული ზეიმი შედგება.

საელჩო დღეს, საღამოს, 22:00 საათზე ყველა მსურველს თბილისში იწვევს, რომ ისიამოვნონ მთაწმინდის პარკის ფოიერვერკებით. სატელევიზიო ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდება. მოქალაქეებს შეუძლიათ, გააზიარონ მილოცვა ჰეშთეგით #ინდეფენდენსდეი.