38 ქვეყნის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ

38 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს. ეს გაერთიანებული სამეფოს ინიციატივაა და განცხადებას სწორედ ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. „პუტინი ვერ ჩაიდენს ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად“, – წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“. ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლებლობა ექნება გამოძიება დაიწყოს. მიმართვას ხელი მოაწერეს საქართველომ, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტარიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ ლატვიამ, ლიხტენშტაინმა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ.