38 ახალგაზრდული NGO პრემიერს მიმართავს

38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით პრემიერს მიმართავს.

შესაბამისი განცხადება მათ მთავრობის კანცელარიაში დატოვეს. მათი განმარტებით, საბჭოს ფორმატი აპოლიტიკური იქნება და მასში პოლიტიკური პარტიის წევრებს არ მიიღებენ.

ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ მსგავსი ანალოგი კანადასა და ბრიტანეთში არსებობს.

მთავრობის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭო, მათი აზრით, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.