37 წლის კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება. სამკურნალოდ მას თურქეთში გამგზავრება უკვე მეორედ მოუხდა. ბოლო დღეების განმავლობაში, მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება ესაჭიროება. კობა ალხაზაშვილი სწრაფად პროგრესირებად ავთვისებიან სიმსივნეს უკვე ნახევარი წელია ებრძვის. პოსტკოვიდურ პერიოდში მას ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, რაც შემდგომ თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ფოტოზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ.