37 ქართული კომპანია შანხაის იმპორტის გამოფენაზე

21:13, 06.11.2026

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის პარალელურად, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი შანხაიში იმყოფება.

ვიზიტის მიზანი სტრატეგიულ პარტნიორთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურება და ნახევარ მილიარდიან ბაზარზე ქართული პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლების გაუმჯობესებაა. შანხაიში, საქართველოსა და ჩინეთს შორის, როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს დონეზე აქტიური პირისპირ შეხვედრები იმართება. უმსხვილეს კორპორაციებთან, იმპორტიორებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან მოლაპარაკებები, ჩინურ სავაჭრო ქსელებში ქართული პროდუქციის შეტანას ემსახურება. ბიზნეს შეხვედრებთან ერთად ქართულ პროდუქციას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ათი-ათასობით ვიზიტორი ეცნობა.

საქართველო გლობალურ ღონისძიებაში უკვე მეცხრედ მონაწილეობს.

 

მსგავსი