36 წლის შემდეგ პირველად კანადის ეროვნული გუნდი მუნდიალზე ითამაშებს #ტაიმაუტი
1986 წლის შემდეგ პირველად კანადის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. კანადა კონკაკაფის ზონის ლიდერი 28 ქულით გახდა და ყატარში ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. ადგილობრივი პრესა კანადელების წარმატებას დიდწილად ინგლისელ მწვრთნელს, ჯონ ჰერდმანსა და ევროპულ გრანდებში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელს უკავშირებს. ჩრდილოეთ ამერიკელების საფეხბურთო ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. გასული საუკუნის 80-იან წლები კი ჯერჯერობით კანადური ფეხბურთის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებთან ასოცირდება.
ტაიმაუტი