36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან – დილიდან ხმაური იყო 9 აპრილის მემორიალთან

15:02, 09.04.2025

დილიდან ხმაური იყო 9 აპრილის მემორიალთან – სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე გაათენეს, ადგილზე მოქალაქეებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია პაატა ბურჭულაძე.

ადგილზე იმყოფებიან საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მშობლები. პერიოდულად სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს. მემორიალი დილიდან ყვავილებით შეამკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება პოლიციაც.

მსგავსი