ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან დილის 8 საათიდან სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ მემორიალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან იცავენ, გმირთა ხეივანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ, თუმცა მემორიალთან ახლოს მისვლა, შექმნილი სიტუაციის გამო, გადაიფიქრეს და ტერიტორია დატოვეს, ყვავილებით მემორიალი მხოლოდ მათთან ერთად მისულმა საზღვაო აკადემიის კურსანტებმა შეამკეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებიც.