36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
პარლამენტის წინ, ცხრა აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. რობინ დანიგანმა პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. მან რუსთაველის გამზირი კომენტარის გარეშე დატოვა. ადგილზე რჩებიან ის პირები, რომლებმაც ღამე პარლამენტის წინ გაათენეს, ცხრა აპრილის მემორიალთან იმყოფებიან ასევე პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები.