36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილობრივი ხელისუფლების, უნივერსიტეტისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. ისაუბრეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობაზე.