35 წელი ისტორიული თარიღიდან – 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირეს – ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია. ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“. რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა. საკუთარი პოზიცია გამოხატა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ. 5 აპრილს რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები გამოქვეყნდა, 9 აპრილს კი – უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. აღნიშნულ პროცესში მთავარ ფიგურას, საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.