34 წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან
34 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი უმძიმესი თარიღიდან.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. 34 წლის წინ ამ დღეს სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად ავტონომიურ რესპუბლიკაში შესულ საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს სეპარატისტებმა ოჩამჩირეში და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს. საომარ მოქმედებებში მალევე ჩაერთო რუსული არმია. 13 თვის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებებს ათასობით მსხვერპლი, ქართველების მასობრივი ეთნიკური წმენდა, ასეულობით დაკარგული და 300 ათასზე -ზე მეტი დევნილად ქცეული ადამიანი მოჰყვა. საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემით და რეგიონის ოკუპაციით დასრულდა. საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევები დღემდე ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისში გმირთა მემორიალთან. აფხაზეთის ომში დაღუპულები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მძიმე დღე და აფხაზეთის ომის ქრონოლოგია ნახეთ გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტში.