34 წელი აფხაზეთის ომიდან

12:02, 14.08.2026

34 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან – 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა. სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ჟიული შარტავამ, სოხუმის მერმა გურამ გაბესკირიამ და მათმა თანამებრძოლებმა. ისინი ტყვედ აიყვანეს და მთავრობის სახლის წინ დაახლოებით 30 ქართველთან ერთად დახვრიტეს. ამის შემდეგ დაიწყო ქართული მოსახლეობის მასობრივი ხოცვა და ეთნიკური წმენდა. ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, ასეულობით ათასი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა. დღეს, 34 წლის შემდეგ, აფხაზეთი კვლავ ოკუპირებულია, დევნილთა ოჯახები კი საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან.

მსგავსი