34 წელი აფხაზეთის ომიდან
ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა დღეს დილიდან აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 34 წლის წინ განვითარებული უმძიმესი მოვლენები და ადამიანური ტრაგედიები დღეს მემორიალთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.