33 წელი სოხუმის დაცემიდან – გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად ადგილზე მიდიან დაღუპულთა ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები. მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 33 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა.
ცარო კირვალიძის ჩართვა #მოამბე