33 წელი სოხუმის დაცემიდან – ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავზე იმყოფებოდა, მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. მანამდე, სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.