33 წელი სოხუმის დაცემიდან – აშშ-ის საელჩოს განცხადება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო „ფეისბუქ გვერდზე“ ავრცელებს. „დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.