33 წელი კამანში მომხდარი ტრაგედიიდან

18:18, 05.07.2026

აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა მამა ლევანმა კი ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მსგავსი