32 წელი სოხუმის დაცემიდან

21:03, 27.09.2025
10 000-ზე მეტი დაღუპული ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. უსახლკაროდ დარჩენილი 300 ათასზე მეტი დევნილი. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღიდან, სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტებს შორის, „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით, სოხუმის დაცემით დასრულდა. სეპარატისტებს, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში, დახმარებას რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები უწევდნენ. 
რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს.
გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი