32 წელი სოხუმის დაცემიდან – ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციაზე, პარლამენტის, პრეზიდენტის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობებზე, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაზე. დროშები დაშვებულია საქართველოს სამხედრო ბაზებზეც, რეგიონებში და საზღვარგარეთ არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.