31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდიას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წელს თბილისში დაიბადა. თარიღთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დილიდან ხალხმრავლობა იყო. ზვიად გამსახურდიას საფლავთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ასევე აღევლინა მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ზვიად გამსახურდია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია. გამსახურდიას სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, პრეზიდენტის პოსტის დატოვება 1992 წლის 6 იანვარს მოუწია, მომდევნო წლის დეკემბერში კი – დევნილობაში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.