31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება

15:01, 31.05.2026

31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან 21:00 საათზე გაიმართება. მოეწყობა უწყების სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა და შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

მაკა ლაშხიას ჩართვა #მოამბე

მსგავსი