31 მაისი პოლიციელის დღეა

18:01, 31.05.2026

31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება ზუსტად სამ საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან დაიწყება. გაიმართება უწყების სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა და შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. გაიმართება დაჯილდოებაც.

მაკა ლაშხიას ჩართვა #მოამბე

მსგავსი