31 მაისი – პოლიციელის დღე

12:06, 31.05.2026

31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან 21:00 საათზე გაიმართება. მოეწყობა უწყების სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა და შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ასევე, სულხან თამაზაშვილი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოვებს.

მსგავსი