30 ივნისს დოდო აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

30 ივნისს, 19:00 საათზე, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ქართული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლის, დოდო აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოზე ახალი თაობის მაყურებელი კიდევ ერთხელ აღმოაჩენს დიდ ქართველ არტისტს, უფროსი თაობა კი გაიხსენებს მის წარუშლელ ღვაწლს ქართული კინოს ისტორიაში. საღამო ჩატარდება ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვით.

ახალი დღე