30 აპრილს ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება

30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. ისაუბრეს საბიბლიოთეკო სფეროში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმაზე. ღონისძიებაზე, სპეციალური სიგელებითა და დიმიტრი ყიფიანის მედლით, ეროვნული ბიბლიოთეკისა და რეგიონიდან მოწვეული ბიბლიოთეკარები დაჯილდოვდნენ. პარალელურად მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ, ბოლო პერიოდში შეძენილი იშვიათი რარიტეტული გამოცემები, მათ შორის ფოტოები და ხელნაწერები.