30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა. საქართველოში 1990-იანი და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2300- ზე მეტი პირი დღემდე დაკარგულად ითვლება.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მათი ახლობლების შესახებ ინფორმაცია 178-მა ოჯახმა მიიღო, დანარჩენი კი კვლავ პასუხის მოლოდინშია. ისინი აღნიშნავენ, რომ პროცესების დასაჩქარებლად, სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში 2011 წლიდან აღნიშნავენ, მისი მიზანია, პატივი მიეგოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგული ადამიანების ხსოვნას.