3 ოქტომბრის შუალედური არჩევნები

15:26, 30.09.2026

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკო-ს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა. სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან 4 უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები.

მსგავსი