კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ვაჟა მაღრაძემ თელავში მდებარე სამშობიარო სახლების სამედიცინო პერსონალის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და თაიგულები გადასცეს.