3 აპრილს სინოდის სხდომა გაიმართება 

12:28, 01.04.2026

3 აპრილს საპატრიარქოში, მეუფე შიოს მოწვევით, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. შეკრება დაანონსებულია 12:00 საათზე. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. სხდომის მიზანი იმ საორგანიზაციო თემების განხილვაა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებსა და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, ასევე კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი