3 აპრილს სინოდის სხდომა გაიმართება

12:11, 02.04.2026

მეუფე შიოს მოწვევით, ხვალ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. შეკრება დაანონსებულია 12 საათზე. სხდომის მიზანი იმ საორგანიზაციო თემების განხილვაა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებსა და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, ასევე კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები. ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

მსგავსი