29 წელი რეფერენდუმიდან

პანდემიისა და მსოფლიოში არსებული გლობალური  გამოწვევების მიუხედავად ,  31 მარტი ჩვენი ქვეყნისთვის  განსაკუთრებული  თარიღია.

დღეს  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 29 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ, დადებითი პასუხი გასცა კითხვას: “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?”.

ამასთან ერთად,  დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ის 81 წლის  გახდებოდა.

მნიშვნელოვან თარიღს, საქართველოს პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი  გამოეხმაურნენ.