29 დეკემბერი და მოლოდინები

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ერთი კვირა დარჩა – სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი 29 დეკემბრის შემდეგაც თავად იქნება. ის ამბობს, რომ არალეგიტიმური მთავრობის არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება. ამ აზრს იზიარებს ოპოზიციაც. მმართველ პარტიაში კი იმედოვნებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსს არავინ დაარღვევს, რადგან პასუხი მკაცრი იქნება.