28 წელი 28 ოქტომბრის არჩევნებიდან

28 ოქტომბერი – სიმბოლური თარიღი ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში. ზუსტად 28 წლის წინაც, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთრი აღჩევანი საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს. თუმცა მაშინ ქვეყანაში უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა და საბჭოთა საქაღთველოში პირველად მოხდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება „კომუნისტურ პარტიასთან“ ერთად, სხვა პარტიებსაც მიეცათ. სწორედ 28 ოქტომბერს გადაიდგა ნაბიჯი თავისუფლებისკენ.