28 ნოემბრიდან საქართველოში შეზღუდვები ამოქმედდება

ხვალიდან სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, ასევე რესტორნები და კაფე ბარები იხურება. დღეს არის ბოლო დღე, როდესაც მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

რა ვითარებაა ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრებში და როგორ აფასებენ მოქალაქეები და სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენლები დაწესებულ რეგულაციებს, თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს.