28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურა არის მოსალოდნელი

41 გრადუსამდე მოიმატებს დღეს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უკვე 34-39 გრადუსი ფიქსირდება, ხოლო დედაქალაქში – 37 გრადუსი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა 3 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება.

სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციებით გამოდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. მათი რჩევაა, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, მოვერიდოთ მზეზე ყოფნას და დღის ძირითადი დრო გავატაროთ დახურულ შენობებში, სადაც ტემპერატურა 22-28 გრადუსი იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფექციური დაავადებების გავრცელება-გამწვავების რისკზეც საუბრობს. ძირითადად, ამ ინფექციების გადამტანები მწერები არიან. ასეთ დროს დაავადებები, საკვების, ან წყლის მეშვეობით ვრცელდება.

განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მატარებელი მოქალაქეები.