28 აგვისტოს ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნება

28 აგვისტოს კუნძულ ლიდოზე ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნება. კინომოყვარულებისთვის საინტერესო საკონკურსო პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

ოქროს ლომის მოსაპოვებლად წელს 21 ფილმი იბრძვის. მათ შორის, მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ისეთი რეჟისორების ახალი ფილმები, როგორიცაა სტივენ სოდერბერგი, როი ანდერსონი, ჯეიმს გრეი და შენონ მერფი.

საპატიო ოქროს ლომი წელს ესპანელ რეჟისორს, პედრო ალმოდოვარს გადაეცემა.