27 წელი სოხუმის დაცემიდან

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, დილიდან მივიდნენ პრემიერი, მთავრობის წევრები, საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლები. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს ოპოზიციური პარტიების წევრებმა. პოლიტიკოსებმა მემორიალთან მისულ დაღუპულთა ახლობლებსაც მიუსამძიმრეს. ომს 27 წლის წინ, 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასზე მეტი დევნილად იქცა.

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა [ფოტო]

დატოვე კომენტარი