27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა
ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების ღვაწლზე ისაუბრეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პარტია „ გახარია – საქართველოსთვის“ წევრებმა, რომლებმაც ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას და გენო ადამიას საფლავები მოინახულეს.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრები კი, ენგურის ხიდზე ჩავიდნენ.