27 სექტემბერი – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. მათ შორის: მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე. უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.