26 მაისი - საზეიმო ღონისძიებები სვანეთში

26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება სვანეთში.

მესტიის მოედანზე მოეწყო შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. პატარებისათვის გათვალისწინებულია საბავშვო სივრცეები და გასართობი აქტივობები. ბავშვები ჩაერთნენ სახალისო თამაშებსა და ხატვის, კალიგრაფიის, ძერწვის და სხვა მასტერკლასებში. პატარების გართობაზე ზრუნავენ კოსტიუმირებული მსახიობები და მოსიარულე ორკესტრი. დღის განმავლობაში კონცერტებს მართავენ ადგილობრივი შემსრულებლები, მათ შორის, ბავშვთა ანსამბლები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს – 17:10 საათზე – ტრადიციულად, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებები ქართველი შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.