#26მაისი - ღონისძიებები რაჭაში

კონცეფციის „გააზიარე ცოდნა“ფარგლებში, 26 მაისისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობს რაჭაში. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ პავილიონებში ინოვაციურ-შემეცნებითი კუთხე, ვირტუალური ლაბორატორია, თანამედროვე გამომგონებლების და მეცნიერების გაცნობის სტენდია წარმოდგენილი. იმართება მასტერკლასები და ვორქშოპები. პარალელურად, ცენტრალურ ქუჩებზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გასართობი აქტივობებიც ეწყობა. ღონისძიებებს მუსიკალური ნომრები აფორმებს.