26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პირველი არხის და საქართველოს რადიოს უწყვეტი პირდაპირი ეთერი
  • საინტერესო სტუმრები, კარგად ნაცნობი და აქამდე უცნობი ამბები, უნიკალური კადრები ჩვენი ოქროს ფონდიდან – ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ.
  • რა ხდება დედაქალაქსა და რეგიონებში – ჩართვები მთელი დღის განმავლობაში.
  • მრავალეროვანი, მრავალენოვანი, მრავალფეროვანი საქართველოს 26 მაისი.
  • მუსიკალური საჩუქრები საყვარელი შემსრულებლებისგან, პოპულარული გადაცემების სპეციალური გამოშვებები.
  • ცნობილი სახეები გადაცემაში „წიგნების თარო“ და მომღერლებისა და ჩემპიონების „მარტივი ლოგიკა“.
  • მზადება „რანინას“ დიდი ფინალისთვის, რომელიც 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.
  • 26 მაისს უყურეთ საქართველოს პირველ არხს – ეს დღე ჩვენია!