26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა-კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

დიდებიდან თავისუფლებამდე” – ასე დაარქვეს ორგანიზატორებმა საიუბილეო დღის მთავარ კონცერტს, სადაც სპეციალურად ამ თარიღისთვის ხუთმა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შექმნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წელი ხუთ პირობით ეპოქად დაიყო, მათგან შერჩეული თითოეული ეტაპი კი კომპოზიტორებმა თავის შთაგონების წყაროდ აქციეს და ნამუშევარი მიუძღვნეს.

გალა-კონცერტი საქართველოს ძველი ჰიმნით „დიდებით“ გაიხსნა და სახელმწიფო ჰიმნის, „თავისუფლების’’ ახლებური ინტერპრეტაციით დასრულდა.