26 მაისის საზეიმო ღონისძიებები გრძელდება – ჩართვა ბათუმიდან
26 მაისი აღინიშნება ბათუმშიც. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. ტრადიციულად, გამოფენილია სამხედრო და სპეციალური ტექნიკა. დაგეგმილია კონცერტები, მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოფენები. ასევე ბავშვებისთვის ტარდება სპორტული და შემეცნებითი აქტივობები.