26 მაისის საქმე

26 მაისის საქმეზე დღეს დაზარალებულად ცნობილი დავით ჭიჭინაძე დაიკითხა.

მოწმემ სხდომაზე განმარტა, რომ 2011 წელს, 26 მაისის აქციაზე მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი აქცია დაარბია. ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, კონკრეტულად მათი დაცვის ქვეშ მყოფების სახელები ვერცერთმა მოწმემ დაასახელა.

საქმეზე ბრალდებულები არიან კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები – ვასილ ლელუაშვილი, ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და დათა ახალაია. გამოძიების ინფორმაციით, 26 მაისის აქცია სწორედ მათი ორგანიზებით და ბრძანებებით დაარბიეს.