26 მაისის საქმე

საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე აქციის დარბევის დროს დაზარალებული ერთი პირი დაიკითხა. მოქალაქე, რომელიც 2011 წლის 26 მაისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა. პროკურატურის ინფორმაციით მოწმემ 26 მაისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. დაცვის მხარის ინფორმაციით კი მოწმის ჩვენება საქმეზე ბრალდებულების დანაშაულს არ ამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ საქმეზე ბრალდებულები არიან შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები, დათა ახალაია, ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და ვასილ ლელუაშვილი. მათ სახელმწიფო ბრალდება ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.