26 მაისის დღესასწაულს პირველი არხი განსაკუთრებული ფორმატით შეუერთდა

26 მაისის დღესასწაულს პირველი არხი წელსაც განსაკუთრებული ფორმატით შეუერთდა. ჩვენი ჟურნალისტები და წამყვანები დილიდან მიმდინარე პროცესში არიან ჩართულები. რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, კულტურულ და გასართობ აქტივობებთან ერთად, მოქალაქეებმა უნიკალური ექსპოზიციებიც დაათვალიერეს. პირველად საქართველოში გიორგი კვინიტაძის გენერლის მუნდირი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამოსი გამოფინეს.